საკუთარი კომპლექსების, რუსეთთან დაკავშირებით ნაკეთები საქმის და ამ შემთხვევაში უფრო ნაკეთები განცხადებების, ამ კომპლექსების ჩამორეცხვის მცდელობასთან გვაქვს საქმე ქართული ოცნების ხარჯზე.
რა შუაში იყო ან ის გამოსვლა, ან ის რუსული ნარატივი, როგორ შეიძლება ჩაჯდე ამ ხალხის [ოპოზიციის] ტრენდში, რომელიც ასე უარგუმენტოდ ისვრის - “რუსული, რუსული, რუსული” და უბრალოდ სჯერათ პიარის იმ წესის, რომ ათასჯერ თუ იტყვი, მიეკერება ეს იარლიყი ვიღაცას. ქართულ საზოგადოებას ცოტა შეხედეთ, ძალიან გაზრდილია ეს საზოგადოება.





