არ ვიცი, ასეთი სასაცილო ხალხი რა გითხრა... ეგონათ, რომ არ გადავიდოდი, გადავედი. კაცს რომ ეუბნები - რა გინდა, თქვი, რა გინდა, აი, რას ითხოვ და სასტვენს ჩაიდებს პირში და მთელი ძალით ჩაბერავს პასუხად... დადიან ასე ჩაბერილები.
მართლა ცოდოები არიან, გულწრფელად. რას ავალებენ, წარმოიდგინეთ - უნდა მოვიდეს და გეძახოს რუსი. როგორც კი ოდნავ შედიხარ სიღრმეში და ეტყვი, ვის ემსახურება, რა აქვს ნაკეთები მის უფროსს და დავალების მიმცემს, მათ შორის, განსაკუთრებით, რუსების და რუსეთის სასარგებლოდ, საქართველოს საზიანოდ და სამტროდ, მერე ისევ სასტვენი პირში და კიდევ ჩაბერვა... რა ვიცი ახლა, გულწრფელად თავიდან კი სიბრაზე მქონდა, ადამიანი ვარ და ღირსების ამბავია, კაცური, ბიჭური... შეიძლება, ვიღაცამ დამძრახოს კიდევაც, პოლიტიკოსი კაცი ხარ და რომ გადახვედი, გადაუხტი, რაღაცებს ეუბნებიო. გავიგე, უკაცრავად ამისათვის, ყველას ჩვენი ემოცია გვაქვს, მაგრამ ხომ უნდა გაიაზრონ, რა დავალების შესასრულებლად მოდიხარ, ვიღაც გადმოგიხტება მანქანიდან, ვიღაც არა, გაივლის. რა რუსი, თუთიყუშივით რომ გამეორებინებენ, "რუსი, რუსი, რუსი" და შინაარსი არ დევს ამაში, შენს პატრონს ქართველ ჯარისკაცებზე აქვს დაბრალებული ომის დანაშაული რუსეთის სასარგებლოდ, ეს ცოტა მაინც ხომ უნდა გაიაზრო, ცოტა მაინც თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეს, რომ კიდევ არ ჩაბერო და ჩაბერო.





