როჯერ უოტერსი

"ჩემი პროექტია, მე დავწერე" – უოტერსმა PF-ის ალბომი DARK SIDE OF THE MOON ხელახლა ჩაწერა

Rolling Stone

ერთ-ერთ ახალი ინტერვიუში Pink Floyd-ის ყოფილმა წევრმა როჯერ უოტერსმა დაადასტურა, რომ ბენდის ცნობილი ალბომი Dark Side of the Moon ხელახლა ჩაწერა და ახლო მომავალში გამოცემას აპირებს.

უოტერსის თქმით ლეგენდარული ალბომის ახლებულ ვერსიაზე რამდენიმე თვე იმუშავა და ჩანაწერი ბენდის დარჩენილი წევრების – დავიდ გილმორისა და ნიკ მეისონის გარეშე გააკეთა. 

ახალი ვერსიის ჩაწერაში უოტერსმა მუსიკოსი გას სეიფრეტი და მომღერალი Bedouine დაიხმარა.

"Dark Side of the Moon მე დავწერე. მოდით ნუ ვიხმართ სულელურ სიტყვა "ჩვენ"-ს, როდესაც ამ ალბომზე ვსაუბრობთ. კი, ბენდი ვიყავით, ოთხნი ვიყავით ჩაწერის დროს, მაგრამ ეს ჩემი პროექტია, მე დავწერე, ასე რომ"... – ამბობს უოტერსი.

როჯერ უოტერსმა გავლენიანი როკ ბენდი 1985 წელს დატოვა. 

კომენტარები