რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩვენ დავეხმარებით უკრაინას EU-სკენ მიმავალ თითოეულ ნაბიჯზე – ურსულა ფონ დერ ლაიენი

9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელს ეწვია და ევროპარლამენტარებს მიმართა. 

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს: 

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ძვირფასო ზელენსკი. ეს იმ ევროპული ოჯახის გულია, რომელსაც უკრაინა ეკუთვნის. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას თითოეულ ნაბიჯზე ჩვენს კავშირში გაერთიანების გზაზე". 

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია ბელგიაში, ევროკავშირის ადმინისტრაციულ ცენტრში. 

ბრიუსელში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებს შეხვდა. 

8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის ბრიტანეთის პრემიერმინისტრს და მონარქს შეხვდა. ამასთან, ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დასავლელ მოკავშირეებს უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

8 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.

კომენტარები