ევროპული ცხოვრების წესია, როდესაც ნებისმიერი ადამიანი ფასობს, როდესაც კანონი უზენაესია, როდესაც სახელმწიფოები მიისწრაფიან სოციალურობისკენ და საზოგადოებები მიისწრაფიან გახსნილობისკენ. როდესაც მრავალფეროვნება არის ღირებულება და სხვადასხვა ქვეყნების ღირებულებები ერთიანია. როდესაც საზვრები არ ირღვევა და მეტიც, ვერც გრძნობ, როდესაც საზღვარს კვეთ. როდესაც გაქვს ხვალინდელი დღის ნდობა და იმედი და როდესაც ხალხი მზად არის, ქუჩაში გავიდეს საკუთარი თავისუფლებისთვის საბრძოლველად, ხოლო მომიტინგეებსა და პრეზიდენტს შორის მხოლოდ ერთი ბარიერია, სამართლიანი არჩევნები. ეს არის ჩვენი ევროპა, ეს არის ჩვენი წესები და ეს ჩვენი ცხოვრების წესია. უკრაინისთვის, ეს არის გზა სახლისკენ. მე აქ ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის გზა სახლისკენ. ყველა ასაკის, პოლიტიკური შეხედულებების, სოციალური სტატუსის, რელიგიისა და ისტორიის ადამიანები ვიზიარებთ საერთო ევროპულ ისტორიას. ისინი [რუსეთი] ცდილობენ ტოტალური ომით უკრაინის ცხოვრების წესი განადგურებას. უკრაინული ცხოვრების წესის განადგურების შემდეგ, მათ სურთ ასევე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ევროპული ცხოვრების წესის განადგურება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
აქ ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის გზა სახლისკენ – ზელენსკიმ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა
tbl.ge/69l3
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. გუშინ, 8 თებერვალს, ზელენსკი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ის პრემიერმინისტრ, რიში სუნაკს შეხვდა და ბრიტანეთის პარლამენტს სიტყვით მიმართა. იმ დღესვე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდეტნს, ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე
- აშშ-ს სენატორებმა წარადგინეს აქტი, რათა კიევმა რუსული აქტივებით შეიარაღების ყიდვა შეძლოს
- ზელენსკიმ ლუკაშენკოს გამმეორებლების გასათიშად 1 კვირა მისცა: "თუ არა, ამას ჩვენ ვიზამთ"
- პესკოვი: ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტიანად იმუშავეს
- მაკრონი: თავიდან ტრამპს ეგონა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა, ახლა მათ სიმტკიცეს პატივს სცემს
- ფედოროვის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის $4 მილიარდის გამოყოფის პირობა დადეს




