ქართული ოცნება

კობახიძე: ჩვენთვის სახელმძღვანელოა ის პრინციპები, რაც აღმაშენებლის მოღვაწეობას გასდევდა

ესე იგი, გიორგი ვაშაძის პარტიას თუ ფრაქციას, რაც იყო, 2 წლის განმავლობაში ისე ერქვა სტრატეგია აღმაშენებელი, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვაც არ დასმულა. როცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დავით აღმაშენებლის პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და შემდეგ ამას პოლიტიკური აჟიოტაჟი მოჰყვება, რა თქმა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სახელმძღვანელოა სწორედ ის პრინციპები, რომლებიც უდიდესი მეფის, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას გასდევდა. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ეროვნული ინტერესების მაქსიმალური დაცვა იყო. ბუნებრივია, საუბარი ამ პრინციპების ერთგულებაზეა. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც დავით აღმაშენებელს ჰქონდა, არის სწორედ ქართული ოცნება. 

კომენტარები