Pink Floyd

დევიდ გილმორის ცოლი: როჯერ უოტერსი ანტისემიტი, ქალთმოძულე და მატყუარაა

Rock and Pop

Pink Floyd-ის გიტარისტის, დევიდ გილმორის ცოლმა, მწერალმა პოლი სემსონმა მუსიკოსი და ბენდის ყოფილი წევრი როჯერ უოტერსი გააკრიტიკა. სემსონმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც უოტერსს "სულით ხორცამდე ანტისემიტი" უწოდა.

"საწყენია როჯერ ვოტერს, რომ სულით ხორცამდე ანტისემიტი ხარ. ასევე ხარ პუტინის აპოლოგეტი, მატყუარა, ქურდბაცაცა, ფარისეველი, გადასახადებისთვის თავის ამრიდებელი, მლიქვნელი, ქალთმოძულე, შურიანი, განდიდების მანიით შეპყრობილი. გეყოს სისულელეები". 

სემსონი სავარაუდოდ უოტერსის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. მუსიკოსმა ჯერ გერმანული გამოცემა გააკრიტიკა, რომელმაც მას ანტისემიტი უწოდა, ხოლო მოგვიანებით ისრაელი ფაშისტურ გერმანიას შეადარა. 

პოლი სემსონი ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტია. ასევე სემსონი Pink Floyd-ის ბოლო ორ ალბომში შესული სიმღერების ტექსტის ავტორია.

როჯერ უოტერსს ანტისემიტიზმში წარსულშიც არაერთხელ დასდეს ბრალი. ასევე Pink Floyd-ის ყოფილი წევრი ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი და გულშემატკივარია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მან არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინა და აშშ, ასევე წერილი მიწერა უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას, რომელშიც მისი ქმარი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა. 

კომენტარები