მეწყერი პერუში

პერუში კოკისპირული წვიმებისგან გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

პერუში, არეკიპას რეგიონში კოკისპირული წვიმებისგან გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 20 დაშავდა, 2 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. 

ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, სავარაუდოა, რომ მეწყერის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი გაიზრდება.

რეგიონის გუბერნატორის, როელ სანჩესის თქმით, მეწყერმა განსაკუთრებით ძლიერი დარტყმა 4 სოფელს მიაყენა. მისი მონაცემებით, ბუნებრივი კატასტროფის შედეგად სხვადასხვა სახით [მათ შორის საცხოვრებელი სახლების დაზიანებით] დაახლოებით 12 000-მდე ადამიანი ადამიანი დაზარალდა.

არეკიპას რეგიონის ადგილობრივმა მმართველებმა პერუს ცენტრალურ მთავრობას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების თხოვნით მიმართეს.

კომენტარები