სტრატეგია აღმაშენებლი

"ბოიკოტში გადავდივართ" – სტრატეგია აღმაშენებელი საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ბოიკოტს იწყებს.

"საპარლამენტო საქმიანობას ვწყვეტთ, ვაჩერებთ, ბოიკოტში გადავდივართ". – თქვა მანჯგალაძემ ტაბულასთან საუბარში.

მისივე თქმით, სტრატეგია აღმაშენებელი პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებაზე იმუშავებს.

6 თებერვალს, სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თამჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ენმ საგანგებო რეჟიმზე გადადის და პარლამენტში საქმიანობას წვეტს.

კომენტარები