სტრატეგია აღმაშენებლი

თბილისის მერია: ჯარიმების გასაპროტესტებლად მოსული სტრატეგია აღმაშენებელი ისევ დაჯარიმდა

თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული სტრატეგია აღმაშენებელი ისევ დაჯარიმდა. 

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით, დღეს სტატეგია აღმაშენებელმა  თბილისის მერიასთან აქცია გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა.

"სტრატეგია აღმაშენებელი ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150​-3 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა
მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას. სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს მერიის იურიდიულ სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა". – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს თბილისის მერიასთან, აქციაზე სტრატეგია აღმაშენებლის გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე და 3 წევრი დააკავეს.

სტრატეგია აღმაშენებლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის წევრები თბილისის მერიასთან პლაკატების გაკვრის გამო დაჯარიმებას აპროტესტებდნენ.

კომენტარები