მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოებში ცხელი ხაზი ამოქმედდა – სად შეძლებთ დარეკვას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში  სტამბოლსა და ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

  •  საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280
  • გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400
  •  გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას".- აღნიშნულია განცხადებაში. 

თურქეთში მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო და მისი ეპიცენტრი ქალაქ გაზიანტეპი იყო. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ამჟამინდელი მონაცემებით თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, სირიაში 237-მდე. ჯამში დაშავდა 3000-ზე მეტი ადამიანი. 

კომენტარები