მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 284-მდე, ხოლო სირიაში 237-მდე გაიზარდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ამჟამინდელი მონაცემებით თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, სირიაში 237-მდე. ჯამში დაშავდა 3000-ზე მეტი ადამიანი. 

თურქეთის ათ ქალაქში დანგრეულია შენობები. ნანგრევებში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. 

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო და მისი ეპიცენტრი ქალაქ გაზიანტეპი იყო.

მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს. 

ბუნებრივი კატასტროფის შედეგად ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის სწრაფად დასახმარებლად მზაობა გამოთქვა.

კომენტარები