სამთო-სათხილამურო კურორტი

ავსტრიასა და შვეიცარიაში ზვავს 10 ადამიანი ემსხვერპლა

გასულ კვირას ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებში რამდენიმე ზვავს ათი ადამიანი ემსხვერპლა.

ინტენსიური თოვლისა და ქარის გამო ავსტრიის ხელისუფლებამ მე-4 დონის ზვავის განგაში დააწესა, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

მიუხედავად გაფრთხილებისა, დასავლეთ ავსტრიაში სათხილამურო კურორტები ვენაში სასკოლო არდადეგების გამო ინტენსიურად ივსება.

5 თებერვალს ავსტრიის პოლიციამ ხუთი დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათ შორისაა 59 წლის მამაკაცი, რომელიც ტიროლის დასავლეთ რეგიონში ზვავის ჩამოწოლის დროს თოვლის საწმენდს იყენებდა.

4 თებერვალს 17 წლის ახალი ზელანდიის, 32 წლის ჩინეთისა და 50 წლის გერმანიის მოქაალაქის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ისინი ზვავის ჩამოწოლის დროს სათხილამურო ბილიკზე სრიალებდნენ.

4 თებერვალს შვეიცარიაში 56 წლის ქალი და 52 წლის მამაკაცი დაიღუპა. შვეიცარიის პოლიციის თქმით, ჯგუფის მესამე წევრი ზვავს უვნებელი გადაურჩა.

ზვავები ავსტრიასა და შვეიცარიაში ხშირია. ავსტრიის საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, მხოლოდ 4 თებერვალს, ტიროლის რეგიონში ზვავი 30-ჯერ ჩამოწვა - აქედან 11-ს მსხვერპლი მოჰყვა.

ავსტრიაში მეოთხე დონის განგაშის დონე ნიშნავს, რომ "ძალიან დიდი ზვავია მოსალოდნელი" - ის გამოუცდელ მოთხილამურეებს ღია სათხილამურო ტრასებსა და ბილიკებზე დარჩენას, ხოლო გამოცდილ მოთხილამურეებს ციცაბო რელიეფისგან თავის არიდებას ურჩევს.

 

კომენტარები