რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს – სამშობლოში 116 უკრაინელი მებრძოლი დაბრუნდა

რუსეთმა და უკრაინამ დღეს, 4 თებერვალს ტყვეები გაცვალეს. გაცვლის შედეგად სამშობლოში 116 უკრაინელი მებრძოლი დაბრუნდა.  

უკრაინაში დაბრუნებულებს შორის არიან მარიუპოლის მცველები, ხერსონში მებრძოლი უკრაინელები, ბახმუტში დატყვევებული სნაიპერები და სხვები. 116 პირიდან 2 ოფიცერია, 114 კი რიგითი და სერჟანტი. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გათავისუფლებულიდან 23 დაშავებულია, ზოგიერთმა კი ძლიერი ყინვის გამო კიდურები დაკარგა. ჯარისკაცებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 20 წლის არის, უფროსი კი - 62-ის.  

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, უკრაინამ დაიბრუნა 2 უცხოელი მოხალისის - მეთიუ პერისა და ენდრიუ ტობიას მეთიუს ცხედრები. 

2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, რუსეთის ტყვეობიდან 1 300-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი გათავისუფლდა. 

კომენტარები