რუსეთი

მოსკოვში ამერიკის მოქალაქე ძროხის გასეირნების გამო დააკავეს

რუსული ადგილობრივი მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მოსკოვში წითელ მოედანზე ძროხის გასეირნების გამო დააკავეს.

მოსამართლის მიხედვით, ალისია დეი, რომელიც ვეგეტარიანელი და ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტია, წითელ მოედანზე ძროხას ასეირდება და ყვიროდა ფრაზას - "ცხოველები საჭმელები არ არიან". 

დეი 20 000 რუბლითაც დაჯარიმდა.

”მე ვიყიდე ხბო [სახელად დოქტორი ძროხა], რათა იგი არ შეეჭამათ. გადავწყვიტე წამეყვანა ის ასეთ ლამაზ ადგილას და მეჩვენებინა მისთვის ეს ქვეყანა. მინდოდა დოქტორი ძროხისთვის წითელი მოედანი მეჩვენებინა. ". - აღნიშნა დეიმ საინფორმაციო სააგენტო TASS-სთან.

ნიუ ჯერსიში დაბადებულმა ვეგანმა აქტივისტმა 2019 წელს მოიპოვა პოპულარობა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ის ლონდონში საკუთარ ბინაში შინაური ღორთან ერთად ცხოვრობდა, მასთან ერთად დადიოდა რესტორნებში და იღებდა აბაზანას. 

კომენტარები