მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

კობახიძე სააკაშვილზე: თვითდაზიანების დროს, სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქვს, რომ პატიმარზე, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს, ეს ერთი. მაგრამ, როდესაც გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანება ხორციელდება, ბუნებრივია, ამას სახელმწიფო ვერ გაჰყვება და მით უმეტეს, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. თავდაპირველად, ჯერ იყო შიმშილობა. ანუ, ეს გაცხადებული თვითდაზიანება იყო. ამის შემდეგ, მას [მიხეილ სააკაშვილს] ვიღაცამ ტაქტიკის შეცვლა ურჩია და გაცხადებული თვითდაზიანების ნაცვლად, ის ასე ვთქვათ, არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე გადავიდა - დე ფაქტო, შერჩევით კვებაზე. განსაკუთრებით გამაოგნებელი ის არის, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მისთვის დაბალი კალორაჟის საკვები შეაქვთ. ეს უბრალოდ კატასტროფაა და ბევრ რამეზე მეტყველებს. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე და ქართული ოცნების სხვა არაერთი წევრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. 

კომენტარები