ხელისუფლება და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება ყოველთვის დაცული იყოს. ამას აკეთებს 2012 წლიდან მოყოლებული. 2012 წლამდე საპატიმროებში რა ხდებოდა, მე ამაზე ახლა ხაზს არ გავუსვამ [...] ჩვენ გვაქვს ფაქტი - ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი], რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში. ამის მიზანი და მთავარი ამოცანა ის არის, რომ თავისი PR კამპანიითა და უცხოელების ჩართულობით, როგორმე, მისი ციხიდან დახსნა მოხდეს, რაც შეუძლებელია. ამ ადამიანმა კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინა და მას პატიმრობა კონკრეტულ საქმეებზე აქვს მისჯილი.
tbl.ge/69ar
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ქართული ოცნებაკახა კალაძეკახი კალაძემიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ამავე თემაზე
- ბრეგაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლები არიან, ვინც მას ცრუ მოლოდინებს უქმნის
- ჩხაიძე სააკაშვილზე: იმ სივრცეში რკინის მაგიდა საერთოდ არაა, გონების კარგვა არ ყოფილა
- ალასანია პოლონელ ექიმებზე: რად მინდა კიდევ ახალი ექიმები, გეკითხებით
- სარჯველაძე სააკაშვილზე: მგონია, რომ ზელენსკი ფაქტებში ვერ ერკვევა
- ზელენსკი: სააკაშვილის სიცოცხლე სრულად ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული