მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ბრეგაძე სააკაშვილზე: ვერანაირად ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე

ჩვენ პასუხისმგებელი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანადო შესრულებაზე, მაგრამ ვერ ვიქნებით ვერანაირად პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება.

პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე,  მოვუწოდებთ ყველას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა, მოუწოდონ მას მისი ჯამრთელობისთვის სასიკეთო სამედიცინო რეკომენდაციების შესრულება და შეწყვიტონ სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზება.

საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ერთი მხრივ, იცავს პატიმრის უფლებებს, ხოლო ამავდროულად, უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას, რაც ამ შემთხვევაში, სასჯელის აღსრულებით არის განპირობებული.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები