დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზიდან ისრაელის მიმართულებით კვლავ ისროლეს რაკეტები, ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები პალესტინურმა ჯგუფებმა კვლავ ისროლეს, რის შემდეგაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხო იერიში მიიტანეს.

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეცალელ სმოტრიჩმა განაცხადა, რომ ღაზიდან თავდასხმის შედეგად დაშავებულებს კომპენსაციას პალესტინის მთავრობის ფონდიდან გადაუხდიან.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს საწარმოებზე, სადაც ღაზის სექტორის მმართველი დაჯგუფება ჰამასი რაკეტებსა და შეიარაღებას აწარმოებს.

ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციითჰამასს, პალესტინის მთავრობასა და ისრაელს შორის დიპლომატიურ მოგვარებას ეგვიპტე ცდილობს.

მხარეებს შორის დაძაბულობა ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ გაიზარდა. გასულ კვირაში იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სინაგოგაში პალესტინელი შეიარაღებული პირი შეიჭრა და 7 ებრაელი მოკლა. ამას გარდა, მზარდ დაძაბულობას იწვევს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში ჩატარებული რეიდი, რომელსაც 9 პალესტინელი ემსხვერპლა.

კომენტარები