NDI-ს კვლევა

NDI: 56% ფიქრობს, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს EU-ში გაწევრიანებისთვის

Shame Movement / Facebook

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. 

კითხვაზე - "ამ ბარათზე მოყვანილი მოსაზრებებიდან, რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?" 

  • საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს - 38% 
  • საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს - 30%  
  • საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს - 18% 
  • არ ვიცი - 13% 
  • უარი პასუხზე - 1% 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა. კითხვაზე, მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 81% ამბობს, რომ მისაღებია, 9%-ის თქმით, მიუღებელია.    

ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე დაბალი ეთნიკურ უმცირესობებშია - "არ ვიცი" პასუხების ხარჯზე. გაწევრიანების სასარგებლოდ ყველაზე დიდი პოზიტიური გარდატეხა უმცირესობათა დასახლებებში და ქართული ოცნების ამომრჩევლებში მოხდა.

NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. 

კომენტარები