NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 81% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 73% – NATO-ში

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, NATO-ს მხარდაჭერა საქართველოში სტაბილურად მაღალია. მოსახლეობის 73% თვლის, რომ საქართველო NATO-ს წევრი უნდა გახდეს, 14% წინააღმდეგია, ხოლო 11%-მა არ იცის. 

ამავდროულად, ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა. მოსახლეობის 81% თვლის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, 9% წინააღმდეგია, ხოლო ასევე 9%-მა არ იცის.

კვლევა 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-1.6 პროცენტია.

კომენტარები