თბილისის მერია

მერია: ისაკაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა.

მათი ცნობით, შეზღუდვა 28 თებერვლის ჩათვლით, მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მგალობლიშვილის ქუჩის, ჟვანიას მოედნის, პეკინის გამზირისა და გაგარინის ქუჩის გამოყენებით.

მერია აცხადებს, რომ ქვეითთა და საავტომობილო (გადაუდებელი დახმარების, სპეცავტომობილებისა და სხვა) გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მოძრაობას დაარეგულირებენ.

კომენტარები