რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: გერმანია უკრაინაში მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უკრაინაში მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა

"მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავების საკითხი არც კი დამდგარა. შემიძლია, მხოლოდ გირჩიოთ, არ ჩაერთოთ მუდმივ სავაჭრო ომში, როდესაც საქმე იარაღის სისტემებს ეხება. როგორც კი ტანკებზე გადაწყვეტილება მივიღეთ, გერმანიაში ახალი დებატები დაიწყო – ეს არასერიოზულია და ძირს უთხრის მოქალაქეების ნდობას მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ". - თქვა შოლცმა.

გასულ კვირაში გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას 14 Leopard 2A6-ს გაუგზავნიდნენ. როგორც გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, კიევი პარტნიორებისგან ჯამში 80-მდე ტანკს მიიღებს. ბერლინმა პარტნიორ ქვეყნებს ნება მისცა, რომ უკრაინას საკუთარი წარმოების ტანკები გაუგზავნონ. მსგავსი მოთხოვნა უკვე გამოაცხადა პოლონეთმა.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, უკრაინა პირველ ლეოპარდებს დაახლოებით 3 თვეში მიიღებს.

კომენტარები