ენმ

კირთაძე: ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღარ ვარ, ვრჩები პარტიაში

გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც გულწრფელად ვულოცავ და მინდა, წარმატებები ვუსურვო. ბუნებრივია, ვრჩები პარტიაში, ვაგრძელებთ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვის, ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებისთვის. 

რაც შეეხება ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს, ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილს უნდა მიეცეს საშუალება, თავის გუნდთან ერთად გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მას წარმოუდგენია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ  გუნდთან ერთად, რომელთანაც მოახერხა გამარჯვება. ამიტომ, ბუნებრივია, აღარ ვარ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 

ამბობს ენმ-ს წევრი, გიორგი კირთაძე. ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენმდივანი გიორგი კირთაძე უნდა გამხდარიყო. ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა - მან ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი 40%.

კომენტარები