რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გირკინი: პრიგოჟინის ტყუილები ვაგნერში ჩემ გაწევრიანებას სრულად გამორიცხავს

იგორ გირკინი

რუსმა ულტრანაციონალისტმა, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. თავდაცვის მინისტრმა და ჰააგის სასმართლოს მიერ ძებნილმა იგორ გირკინმა (სტრელკოვმა) რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფში გაწევრიანება საბოლოო გამორიცხა.

"გუშინ ტელეფონით კონტაქტი მქონდა ანდრეი ტროშევთან კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის შემადგენლობაში საომარ მოქმედებებში ჩემს შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებული შეხვედრის ორგანიზებაზე. საუბარი იყო, ორ ღამეში სასაუბროდ ლუგანსკში უნდა ჩავსულიყავი, რასაც დავთანხმდი. თუმცა, ბატონი პრიგოჟინის ბოლო საჯარო გამოსვლა, რომელშიც ჩემ მიმართ ყველაზე ცხადი ტყუილები გაჟღერდა, სრულად გამორიცხავს ამ კერძო სამხედრო კომპანიაში ჩემს მონაწილეობას. ვერ ვიმსახურებ იმ ადამიანის ხელმძღვანელობით, რომელიც მე რუსეთის ღალატში ღიად მდებს ბრალს. არაფერი რომ ვთქვა იმ ბინძურ დამცირებებზე, რომლებსაც ეს განცხადება შეიცავდა. წერტილი". – წერს გირკინი.

ISW: პრიგოჟინის გირკინზე თავდასხმამ, შესაძლოა, პუტინს სარგებელი მოუტანოს

აქამდე პრიგოჟინმა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც გირკინის ვაგნერში გაწევრიანების შესაძლებლობებს განიხილავდა. მისი თქმით, გირკინს მოუწევდა "მეთაურთა საბჭოსთან" შეხვედრა, რომელშიც "რამდენიმე ათეულობით ადამიანი" მასზე "გაბრაზებულია" ქალაქი "სლავიანსკის დათმობის გამო", რასთან დაკავშირებითაც კითხვებს დაუსვამდნენ. რუსმა ოლიგარქმა ულტრანაციონალისტს ასევე დააბრალა უკრაინელი ბიზნესმენი რამან ახმეტოვისგან ქრთამის აღებაც და მისი თქმით, კითხვებს ამასთან დაკავშირებითაც დაუსვამდნენ. პრიგოჟინის თქმით, გირკინი სიმამაცითა და სანდოობით ვერ გამოირჩევა, ამიტომაც "კითხვები დასმული იქნება – მათ გარეშე არ გამოვა". რუსი ოლიგარქის თქმით, მიღების შემთხვევაში, ულტრანაციონალისტს ფრონტზე გაუშვებდნენ, სადაც ერთგულების დადასტურება მოუწევდა.

გირკინის ვაგნერში მიღების მეორე ვარიანტად პრიგოჟინმა განიხილა, რომ ის მათთან ჩვუელებრივ, რიგით მოიერიშედ გაწევრიანდეს და ქმედებების შედეგად დაწინაურდეს. ჩანაწერში პრიგოჟინი რუს ულტრანაციონალისტზე დამამცირებელი ეპითეტებით საუბრობდა.

პრიგოჟინი გირკინს ვაგნერში ეპატიჟება, მაგრამ გირკინი მოწვევის ფორმით უკმაყოფილოა

პრიგოჟინსა და გირკინს შორის დაპირსიპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა ვაგნერის დამფუძნებელზე თქვა, რომ მისი წარსულის მქონე ადამიანი რუსულ საჯარო სივრცეში არ უნდა დაუშვან. ამ სიტყვებს მოჰყვა ვაგნერელების მიერ გირკინის მიმართ კრიტიკა და მუქარა. თავად გირკინმა აღნიშნა, რომ ერთმანეთისგან მიჯნავს ვაგნერის მებრძოლებსა და მეთაურობას. მან კერძო სამხედრო კომპანიას ეფექტიანი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მათი უკეთესად გამოყენებაც შეიძლება. ამის შემდეგ პრიგოჟინმა გირკინი ფრონტის ხაზზე, ვაგნერის ჯგუფში გასაწევრიანებლად მოიწვია. ამ უკანასკნელს მოწვევის ფორმა არ მოეწონა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეთავაზებები მედიის საშუალებით არ უნდა კეთდებოდეს. პრიგოჟინმა "გამონაკლისი დაუშვა" და თქვა, რომ რუსი ულტრანაციონალისტისთვის საკუთარ წარმომადგენელს გამოყოფს.

პრიგოჟინი გირკინს: თუ უაზროდ ჩაისვარეთ და უკან იხევთ, ნუღარ შეგვაწუხებთ, მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცით

კომენტარები