რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

"კოსტიანტინივკაზე რუსი ოკუპანტების მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა. რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს - დაზიანდა 4 მაღალსართულიანი კორპუსი, სასტუმრო, ავტოფარეხები და მანქანები. 

ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ მაშველები და სამართალდამცავები. რუსი ოკუპანტების კიდევ ერთ დანაშაული ჩვენს მიწაზე - ბოროტება აუცილებლად დაისჯება". - წერს პაველ კირილენკო.

კომენტარები