რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი უკრაინას Leopard-ების გარდა 60 მოდერნიზებულ საბჭოთა ტანკსაც გადასცემს

PT-91

პოლონეთი უკრაინას გერმანული წარმოების Leopard-ების გარდა, მოდერნიზებულ საბჭოთა წარმოების 60 ტანკს, მათ შორის PT-91 Twardy-ებს გადასცემს

ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ მედიასთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შარშან პოლონეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კიევს 250 ტანკი გადასცა.

PT-91 Twardy საბჭოთა წარმოების Т-72-ის მოდიფიკაციაა. უკრაინისთვის პირველი PT-91-ების გადაცემის შესახებ ცნობილი გასული წლის ივლისში გახდა. მაშინ არ დააზუსტეს გადაცემული ტანკების რაოდენობა.

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკსა და შესაბამის ნაწილებს გაგზავნის. აქამდე, გერმანიამაც დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2A6-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს და პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების ექსპორტის უფლებას მისცემს.

რუსეთს ეშინია, რომ დასავლეთი უკრაინას ახალი ტანკებისთვის ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს

კომენტარები