რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი: რუსეთმა 55 რაკეტა ისროლა, მიზანი ელექტროსადგურების დაზიანება იყო

დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, დღეს, 26 ოქტომბერს, დილის საათებში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 55 რაკეტა გაისროლა, რომლის მიზანიც ელექტროენერგიის სისტემების დაზიანება იყო. ამის შესახებ შმიგალი Telegram-ზე წერს.

"ძირითადი მიზანი ელექტროსადგურებია, რათა უკრაინელებს ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდება შეუწყდეთ. რაკეტებისა და დრონების უმეტესობა ჩვენმა თავდაცვამ გაანადგურა. სამწუხაროდ, ქვესადგურებს მოხვდა რაკეტები. მიუხედავად ამისა, ელექტრომომარაგების სისტემა კონტროლის ქვეშაა. ინჟინრები ყველაფერს აკეთებენ, რათა ელექტროენერგიის მიწოდება შეინარჩუნონ". – წერს შმიგალი.

ამასთან ერთად, დღეს, უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 24-ვე ირანული დრონი - Shahed136/131 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს

რუსმა ოკუპანტებმა ირანული დრონები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. უკრაინელებმა დრონების უმრავლესობა ქვეყნის ცენტრში, საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში გაანადგურეს.  

სარაკეტო თავდასხმა რუსებმა 25 იანვარსაც განახორციელეს. 21:30 საათიდან უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანული დრონების "მნიშვნელოვანი რაოდენობა" ჩამოაგდეს ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში, ასევე, ერთი დრონი გაანადგურეს ნიკოლაევის ოლქში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რომ კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა. 

კომენტარები