ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 4 თებერვლამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 იანვარს საქართველოში შენარჩუნდება უნალექო ამინდი. 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე კი, დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს.

27-28 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსი იქნება, ხოლო 29 იანვრიდან 3-4 გრადუსით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში 26-28 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. 29-31 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა. 29 იანვრამდე ღამის საათებში ისევ უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი (-2, -4 გრადუსი), 29 იანვრიდან კი შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, +3, ხოლო დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები