რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: აშშ-ს მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ტანკები დაიწვებიან

დმიტრი პესკოვი

კრემლის შეფასებით, Abrams-ის ტიპის ნებისმიერი საბრძოლო ტანკი, რომელსაც აშშ უკრაინას მიაწვდის, ძვირადღირებული სისულელე და ფულის ფლანგვაა

"დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ექსპერტს ესმის ამ იდეის აბსურდულობა. გეგმა დამღუპველია ტექნოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის [გეგმა] გადაჭარბებულად აფასებს იმ პოტენციალს, რომელსაც უკრაინის არმიას შესძენს. ეს ტანკები ისევე დაიწვებიან, როგორც ყველა სხვა". – თქვა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მანამ სანამ აშშ ტანკების მიწოდებას დაადასტურებდა. 

აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართვის დროს ისაუბრა.

ჯო ბაიდენის თქმით, ამ ინიციატივას რეკომენდაცია თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გაუწია.

"დღეს ვაცხადებ, რომ აშშ უკრაინაში 31 Abrams-ის ტანკს, ერთი უკრაინული ბატალიონის ეკვივალენტს გაგზავნის. ეს ნაბიჯი მდივანმა ოსტინმა შემოგვთავაზა, რათა გაძლიერდეს უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობა და მიაღწიონ სტრატეგიულ მიზნებს". – თქვა ბაიდენმა.

ამას გარდა, აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ Abrams-ის ტანკები მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი, თუმცა რთული შესანახია და ამიტომაც უკრაინას შესაბამის ნაწილებსა და აღჭურვილობასაც გადასცემენ. მისივე თქმით, ამერიკელები უკრაინელ ტანკისტებს გაწვრთნიან.

 

კომენტარები