როცა კანონგარეშეა ხელისუფლება, როცა ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მე მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური და მე არ ვაპირებ, რომ, მათ შორის, ფიზიკურად დავიხიო რამეზე უკან, ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენს წინ, არ გადავლახოთ. [შევვარდებით და ფიზიკურად გამოვიხსნით სააკაშვილს] კი, თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებთ. ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ, იმიტომ, რომ აქ კონკრეტულად მიშა სააკაშვილის ბედზე კი არ არის ლაპარაკი, საუბარი არის მიშა სააკაშვილის ბედზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე.
tbl.ge/68zx
დაკოპირდა

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- წითლიძე: არასწორი გადაწყვეტილებები გაგრძელდება, სანამ ენმ-ში დემოკრატია არ დამყარდება
- სააკაშვილი ენმ-ზე: მე მაქვს პრეტენზია ამ პარტიის ლიდერობაზე
- ამგვარმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ – ბოკუჩავა სააკაშვილზე
- სააკაშვილი: ენმ-ს თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია
- პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო არაა - ბოკუჩავა ჟორჟოლიანისთვის თავმჯდომარეობის შეთავაზებაზე




