რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკებს გაგზავნის – Spiegel

გერმანიის შეიარაღებული ძალების Leopard 2-ის ტიპის ტანკი

Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის ტანკების გაგზავნა გადაწყვიტა. ამასთანავე, გერმანია, როგორც მწარმოებელი ქვეყანა, სხვა ქვეყნებსაც მისცემს საშუალებას ტანკები უკრაინას მიაწოდონ.

Reuter-ის ცნობით, მთავრობის სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, გამოცემა კი თავდაცვის მინისტრს ვერ დაუკავშირდა.

Spigel-ის ინფორმაციით, სხვა მოკავშირეები, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნები, გეგმავენ გერმანიას შეუერთდნენ და ტანკები უკრაინას მიაწოდონ.

კომენტარები