ოპოზიცია

ნოდია: ოპოზიციამ ადამიანები უნდა დაარწმუნოს, რომ ხელისუფლებაზე კარგად შეუძლია მართვა

არსებობს სამი არასწორი აზრი ოპოზიციის პრიორიტეტებზე:

(1) ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდია

(2) ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს

(3) ოპოზიციამ ბევრი ხალხი უნდა გამოიყვანოს ქუჩაში, რომ რეჟიმი შეცვალოს.

რეალური, მთავარი პრიორიტეტი არის შემდეგი:

ოპოზიციამ უფრო მეტი ადამიანი უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ხელისუფლებაზე უფრო კარგად შეუძლია ქვეყნის მართვა.

ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელია, განსაკუთრებით არსებული არცთუ დემოკრატიული რეჟიმის პირობებში. მაგრამ ეს ამოცანა თუ არ შესრულდა, პირველ სამზე კონცენტრირებას აზრი არა აქვს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოპოზიცია შორდებოდა ამ მიზანს და არა უახლოვდებოდა.

ოპოზიციის შეცდომების ძირი არის ის, რომ ის ზედმეტადაა ორიენტირებული შედარებით აქტიურ მომხრეებზე, რომლებიც ჩანან, მაგრამ ცოტანი არიან.

გამარჯვების მომტანი კი არის მეტი ორიენტაცია პოლიტიკურად ნაკლებად აქტიურ ხალხზე, რომელიც საზოგადოების უმრავლესობას შეადგენს. ისინი მარტივად და პრაგმატულად მსჯელობენ: ვიცით, ეს მთავრობა რა ნაგავიცაა, მაგრამ ეს სხვები რისი გამკეთებლები არიან?

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე.

კომენტარები