ბერლინალე

უკრაინის შესახებ შონ პენის ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართება

ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის, შონ პენის ახალი დოკუმენტური ფილმის, სუპერძალის პრემიერა წლევანდელ ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართება. რეჟისორმა ფილმი უკრაინაში გადაიღო და მასში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს.

ბერლინის კინოფესტივალის, ანუ ბერლინალეს აღმასრულებელი დირექტორის, მარიეტ რისენბეკის თქმით, უკრაინის ომი და საპროტესტო მოძრაობა ირანში კონფლიქტის ის ორი სფეროა, რომელიც დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას წარმოაჩენს. 

ორგანიზატორების თქმით, ბერლინალე წელს უკრაინის ომსა და ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. 

ყოველწლიური ღონისძიება 16-26 თებერვალს ჩატარდება. 

კომენტარები