პამელა ანდერსონი

პამელა ანდერსონი: გადასაღებ მოედანზე ტიმ ალენმა პენისი მაჩვენა

Etcanda

მოდელმა და მსახიობმა პამელა ანდერსონმა ბიოგრაფიული წიგნი - Love, Pamela გამოუშვა. გამოცემა Variety-მ მემუარებიდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა, რომელშიც მაშველების ვარსკვლავი უსიამოვნო ეპიზოდს იხსენებს.

"გადაღებების პირველი დღე იყო, საგრიმიოროდან გამოვედი, დერეფანში ტიმი (ალენი) იდგა, მოსასხამი ეცვა. მოულოდნელად მოსასხამი შეიხსნა და გაშიშვლდა, არაფერი ეცვა. გაიხუმრა: შენთან ანგარიში გავასწორე, მე ხომ გნახე შიშველი (ანდერსონი იმ პერიოდში Playboy-ს ვარსკვლავი იყო) და ახლა შენც მნახე. უხერხულად გამეცინა". – იხსენებს ანდერსონი.

ანდერსონის თქმით, შემთხვევა სიტკომ Home Improvement-ის გადასაღებ მოედანზე მოხდა. იმ დროს მსახიობი 23 წლის იყო. 

პამელა ანდერსონის ბრალდებას თავად ტიმ ალენიც გამოეხმაურა:

"არა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. მსგავს რამეს არასდროს ვიზამდი". – ამბობს ალენი.

წყარო: Variety

კომენტარები