პამელა ანდერსონი

პამელა ანდერსონმა ირლანდიის პრემიერს კურდღლებზე ნადირობის აკრძალვა სთხოვა

Befunky

მაშველების ვარსკვლავმა, პამელა ანდერსონმა, ირლანდიის ახალ პრემიერმინისტრს მაიკლ მარტინს წერილი მიწერა, რომელშიც კურდღლებზე ნადირობის აკრძალვა სთხოვა.

"ეს სისხლიანი სპორტი ეწინააღმდეგება სითბოსა და თავისუფალ ნებას, რომლითაც ირლანდიელი ხალხი მსოფლიოში სახელგანთქმულია. კურდღლების დევნა ამჟამად ეპიდემიის გამო არის აკრძალული, იქნებ ასეც დარჩეს და თქვენ გახდეთ პრემიერმინისტრი, რომელიც ამ დრომოჭმულ ტრადიციაზე უარს იტყვის". – წერს PETA-ს წევრი მსახიობი.

ირლანდიაში კურდღლებზე ძირითადად უიარაღოდ, ძაღლებით ნადირობენ. გაწვრთნილი ძაღლები საათობით დასდევენ კურდღლებს, ხშირ შემთხვევაში დევნილი ცხოველი შიშისგან და დაღლილობისგან გულის შეტევით კვდება. კურდღლების დევნა ამ დროისთვის აკრძალულია ჩრდილოეთ ირლანდიაში.

ამ ეტაპზე მარტინს ვარსკვლავისთვის არ უპასუხია.

ამავე თემაზე:

კომენტარები