მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ნადირაძე: სააკაშვილის ოჯახის წევრებს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ, არასაკმარისი კალორაჟით

ჩვენც არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული მდგომარეობა გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, ეს არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, რადგან, ელემენტარული, ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც კი არ მოაქვთ. აი, გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება, მისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – ცოტა კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს.

მე ვიცი ნამდვილად, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია. დავიწუწუნებ, არ მჩვევია წუწუნი, მაგრამ რომ იცი, რომ მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელება, 1 000 კალორია მაინც მოიტანე. 500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა, წონაში კლება იქნება და ამას ვერსად გავექცევით.

ის მიღებულ საკვებს ითვისებს. თუ ჭამ ბორშს ან რაღაც საკვებს, ე.ი. შეგიძლია კვება. ამიტომ იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ... არ შეჭამს? ჩვენ ეგება შევაჭამოთ.

არავის დავადებ ხელს, უბრალოდ ფაქტია, როცა ენდოკრინოლოგი ითხოვს, მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადის აღმძვრელი სუნებით და ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ, ეს... როცა გინდა, რომ ადამიანი კარგად იკვებებოდეს, რაც მე ვნახე, მე არ მომინდება მისი შეჭმა.

კლინიკა ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე TV იმედზე.

კომენტარები