რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტზე მუშაობს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები მუშაობენ სანქციების მე-10 პაკეტზე, რომელიც მომავალ თვეში ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროების ცნობით, სანქციების მორიგი პაკეტი მზად 24 თებერვალს – რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავზე იქნება. ამასთან, ისინი არ აკონკრეტებენ პაკეტი, კერძოდ, რა შეზღუდვებს შეიძლება ითვალისწინებდეს.

გარდა ამისა, როგორც Reuters-ი წერს, ორშაბათს, 23 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას ამ საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა, სავარაუდოდ, შესაძლებლობას გამოიყენებს აღნიშნულ თემაზე მსჯელობის დასაწყებად. 

ასევე, სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის ოფიციალური პირები მინისტრების თანხმობას ელოდებიან, რათა 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების მეშვიდე ტრანში უკრიანას გაუგზავნონ. 

კომენტარები