საგარეჯო

თვითმხილველი: სროლა ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ვისაც ცოცხალს ხედავდა, ყველას ესროდა

ინტერპრესნიუსი

საგარეჯოში სროლის ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი აივნებიდან 1 საათსა და 40 წუთზე მეტი დროის განმავლობაში ისროდა და ესროდა “ყველას, ვისაც კი ცოცხალს ხედავდა”.

“[სროლა] 1-ის წუთებზე რომ დაიწყო, ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ალბათ, სავარაუდოდ, 1 საათსა და 40 წუთზე მეტი. გაუჩერებლად ისროდა. 

მეზობლის ბიჭი გამორბოდა, ფეხში იყო დაჭრილი, შემოვარდა - დაჭრილი ვარ, კარი გამიღეთო. აბსოლუტურად ყველას ესროდა, ადამიანს, ვისაც კი ცოცხალს ხედავდა, ყველას ესროდა”. ამბობს ის ფორმულასთან ინტერვიუში.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის. დაჭრილია 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.   

კომენტარები