ყაზახეთი

ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 19 მარტს დაინიშნა 

ყასიმ-ჟომართ თოყაევი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ხუთშაბათს, 19 იანვარს პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები 19 მარტს დანიშნა. 

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ყაზახეთს ათწლეულების განმავლობაში ნამდვილი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ ჰყავდა და, მიუხედავად იმისა, რომ თოყაევის დროს პარტიების რეგისტრაციის მოთხოვნები შემსუბუქდა, საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, მთავრობის მომხრე დარჩება.

გარდა ამისა, არჩევნებში დეპუტატების 30%-ს ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ, დანარჩენ 70%-ს კი პარტიები წარადგენენ.

კომენტარები