საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა

მაჭარაშვილი: NATO და ევროკავშირი თვითმიზანი არ არის

ჩვენ გვინდა საქართველოს ერთიანობა და ამისთვის რაც სწორი იქნება. პირდაპირ გეუბნებით, NATO-თვითმიზანი არ არის და არც ევროკავშირია თვითმიზანი. ევროკავშირი არის საშუალება, რომ ის ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ისედაც ვითარდება, ჩვენ კიდევ უფრო განვავითაროთ. თუ  დავინახავთ, რომ საქართველოს გაერთიანება ან განვითარება სხვა მიმართულებით შეიძლება, ჩვენ ამ მიმართულებასაც ვიტყვით, ეს არ მოგვერიდება. ევროინტეგრაცია დღეს ჩვენი კურსია, მაგრამ იქიდან ისეთი პოზიტიური სიგნალები უნდა იყოს, რომ ის საქართველოს სუვერენიტეტს არ უნდა ეხებოდეს. 

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები