ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ზარქუა მელიაზე: შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ ნაცებს – აყირავებულია

აქ [ენმ-ში] არის კეზერაშვილის ფულისთვის ბრძოლა. იმიტომ, რომ იმ ვაჟბატონმა იქიდან შემოუთვალა, შემოუთვალა, ვინც  ჩემს დაკრულზე იცეკვებს, იმას დავაფინანსებო. მელიამ ეტყობა რაღაც  სხვა მიმდინარეობა აირჩია ცეკვის და არ დათანხმდა.  ხაბე დათანხმდა, ხაბე ჯიგარია... მელიას რომ ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ ნაცებს. ეს ახალი თაობა, ხაბეს ვეძახი მაინც ახალ თაობას, თურმე ეყრდნობა ვის - ვანო მერაბიშვილს და ამით ამაყობს. ბიჭო, მერაბიშვილი რომ არ უნდოდა საზოგადოებას, იმ ორი გვამის გამო, ბიზნესის რეკეტის გამო, ახალგაზრდების ჩაცხრილვის გამო... ხერხემალი იყო, ამას უწოდებდნენ. იმ რეჟიმის ერთერთი შემოქმედი იყო და ამიტომ გააგდო პანჩურით ქართულმა საზოგადოებამ. მე მგონია რომ მელია აყირავებულია და ხაბე გვყავს დე ფაქტო და გაფორმდება 28-ში და მე მივულოცავ მას მერე, მომეცემა საშუალება, ალბათ. 

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ეხმიანება ენმ-ის  თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინტერვიუს, სადაც მან ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაპირისპირებასა და პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

კომენტარები