უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დააკმაყოფილა არესტოვიჩის განცხადება გადადგომის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მიიღეს ოლექსი არესტოვიჩის განცხადება მრჩევლის მოვალეობსი დატოვების შესახებ და მისი გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა უკრაინსკა პრავდასთან ისაუბრა.

17 იანვარს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა თანამდებობის დატოვების განცხადება დაწერა.

"დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. მსურს გაჩვენოთ ცივილიზებური ქცევის მაგალითი: პრინციპული შეცდომა გადადგომას ნიშნავს". – წერს არესტოვიჩი Facebook-ზე.

ოლექსი არესტოვიჩმა აქამდე თქვა, რომ ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ რუსული Х-22-ის ტიპის რაკეტის ჩამოგდებამ გამოიწვია, რაზეც შემდეგში მან ბოდიში მოიხადა.

არესტოვიჩის მიერ ნათქვამი სიტყვების შემდეგ, მისი გადაყენების მოთხოვნით უკრაინის უმაღლეს რადაში ხელმოწერებს შეგროვება დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ გაავრცელა.

ქალაქ დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის სიტყვებით, პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა რუსულ პროპაგანდას ზემოხსენებული განცხადებით საჩუქარი გაუკეთა.

კომენტარები