რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლექსი არესტოვიჩმა თანამდებობის დატოვების განცხადება დაწერა

Office of the President of Ukraine

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა თანამდებობის დატოვების განცხადება დაწერა.

"დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. მსურს გაჩვენოთ ცივილიზებური ქცევის მაგალითი: პრინციპული შეცდომა გადადგომას ნიშნავს". – წერს არესტოვიჩი Facebook-ზე.

ოლექსი არესტოვიჩმა აქამდე თქვა, რომ ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ რუსული Х-22-ის ტიპის რაკეტის ჩამოგდებამ გამოიწვია, რაზეც შემდეგში მან ბოდიში მოიხადა.

არესტოვიჩის მიერ ნათქვამი სიტყვების შემდეგ, მისი გადაყენების მოთხოვნით უკრაინის უმაღლეს რადაში ხელმოწერებს შეგროვება დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ გაავრცელა.

ქალაქ დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის სიტყვებით, პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა რუსულ პროპაგანდას ზემოხსენებული განცხადებით საჩუქარი გაუკეთა.

კომენტარები