რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა – გაწმენდილია კორპუსის ნანგრევების 90%

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დნიპროში კორპუსის ნანგრევების 90% გაწმინდეს - დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დაშავებულია 79 ადამიანი. 

"63 საათზე მეტია, დნიპროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სახლის ნანგრევების 90% გაიწმინდა, [ნანგრევებიდან] გამოიყვანეს 39 ადამიანი, დაიღუპა 40, დაშავდა 79, მათ [დაშავებულთა] შორის 16 ბავშვია. ამ დროისთვის, საავადმყოფოში 28 დაშავებულია, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. კორპუსში მცხოვრებ 25 ადამიანს ეძებენ". - წერს ის. 

რუსმა ოკუპანტებმა დნიპრო 14 იანვარს დაბომბეს, თავდასხმის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა კორპუსის ერთი ნაწილი. ოკუპანტებმა Х-22 ტიპის რაკეტა გამოიყენეს. 

კომენტარები