რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს – ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპროში მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. 

"საშინელი ამბები დნიპროდან. მრავალსართულიან სახლს დაარტყეს".- დაწერა მან. 

მოგვიანებით ტიმოშენკომ განაცხადა, რომ 16:20 საათისთვის ქალაქ დნიპროში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 15 ადამიანი გადაარჩინეს.

დნიპროპეტროვსკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები