კრიმინალი

დავაკავეთ კაცი, რომელმაც ყოფილი პარტნიორის ინტიმური ფოტოები გაავრცელა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს კაცი - 1977 წელს დაბადებული ვ.ყ. რომელიც მასთან ერთად მცხოვრებ ქალს ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა. უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც წყვილი დაშორდა, ის Facebook-ზე სხვა ადამიანის სახელითა და გვარით დარეგისტრირდა და ფოტოები გაავრცელა. 

"მას შემდეგ რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული შანტაჟის და შურისძიების მიზნით, სოციალურ ქსელ facebook-ზე სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით ზემოაღნიშნული ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა, რითაც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ბრალდებული 2023 წლის 13 იანვარს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. ჩადენილი დანაშაული სასჯელის ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები