რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინაში Challenger 2-ის 14 მთავარ საბრძოლო ტანკს გაგზავნის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, ბრიტანეთი უკრაინაში თავის სამხედრო არსენალიდან დამატებით 14 მთავარ საბრძოლო ტანკს გაგზავნის

პრემიერმინისტრ რიში სუნაკის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 14 Challenger 2 ტანკები კიევში უახლოეს კვირებში ჩავა. ტანკებთან ერთად, უკრაინაში დიდი რაოდენობით იარაღი და სამხედრო არსენალიც გაიგზავნება. 

"იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინელი ხალხი რუსეთის დაუნდობელი თავდასხმების ქვეშ თითქმის ერთი წელია ცხოვრობს, პრემიერმინისტრს სურს, უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში". - თქვა დაუნინგ სტრიტის სპიკერმა. 

მანამდე, რუსეთის საელჩომ ბრიტანეთში ტანკების გაგზავნის გამო რიში სუნაკის ოფისი გააკრიტიკა. საელჩოს ცნობით, უკრაინელების მძიმე იარაღით დახმარება კონფლიქტს გაართულებს და გააჭიანურებს. ამის გარდა, საელჩოს მტკიცებით, მსგავსი ქმედებები იმის მტკიცებულებაა, რომ "ბრიტანეთი ომში საკმარისზე მეტად ერთვება". 

"რაც შეეხება Challenger 2-ის ტანკებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლის ველზე დაეხმაროს, თუმცა, რუსული არტილერიისთვის აუცილებლად გახდება ლეგიტიმური სამიზნე". - წერია საელჩოს განცხადებაში, რომელსაც რუსული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

კომენტარები