ამ დრომდე უცნობია 30-ზე მეტი ადამიანის ბედი, რომლებიც შესაძლოა შენობაში იმყოფებოდნენ ტერორისტების მიერ გასროლილი რაკეტის დარტყმის დროს. ნანგრევებიდან ათობით ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, მათ შორის ექვსი ბავშვის. ჩვენ თითოეული ადამიანისთვის ვიბრძვით და სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი შანსი მაინც იქნება სიცოცხლის გადარჩენის.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი დნიპროზე: უცნობია 30-ზე მეტი ადამიანის ბედი, რომლებიც შესაძლოა შენობაში იყვნენ
tbl.ge/68nl
დაკოპირდა

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსულმა ძალებმა დნიპრო 14 იანვარს დაბომბეს, თავდასხმის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა კორპუსის ერთი ნაწილი. ოკუპანტებმა Х-22 ტიპის რაკეტა გამოიყენეს. დღევანდელი მონაცემებით დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზრდა, მათ შორის ერთი ბავშვია. თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი დაშავდა.
ამავე თემაზე
- EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს
- სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს
- უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 20 ხომალდი დააზიანა
- პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
- უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა




