რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დნიპროში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, დაშავდა 73 ადამიანი

Валентина Резниченко / Telegram

დნიპროში რუსეთის მიერ კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზრდა, მათ შორის ერთი ბავშვია. თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში 38 ადამიანი გადაარჩინეს. სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

რუსულმა ძალებმა დნიპრო 14 იანვარს დაბომბეს, თავდასხმის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა კორპუსის ერთი ნაწილი. რუსეთმა Х-22 ტიპის რაკეტა გამოიყენეს.

კომენტარები